კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანშვილმა დღეს მთავრობის ახალი კაბინეტის წევრები დაასახელა. მინისტრებს კი პირველი დავალებებიც მისცა-მათ სასწრაფოდ უნდა მოახდინონ მოადგილეების შერჩევა, ისინი თვითონ უნდა მოძებნონ და იაქტიურონ.
„პირველი დავალება ალბათ, ჩემგან სიმბოლურია. მე დავავალე, რომ მოადგილეებზე თვითონ იაქტიურონ და თვითონ მოიძებნონ. ყველა გავაფრთხილე, მოადგილეებს რომ აიყვანენ, გააფრთხილონ, რომ ჩვენს მთავრობაში არ უნდა იყოს არანაირი გარიგება და კორუფცია ბიზნესთან და ეს ყველა მინისტრმა და მოადგილეებმა კარგად უნდა დაიმახსოვრონ“, - განაცხადა ივანიშვილმა.