ივანიშვილი: დღეს რომ მკითხონ, პრეზიდენტად ვახტანგ ხმალაძეს დავასახელებდი

ივანიშვილი: დღეს რომ მკითხონ, პრეზიდენტად ვახტანგ ხმალაძეს დავასახელებდი

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთვრობის კაბინეტი დაასახელა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვის მოიაზრებს ივანიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე, კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ , დღეს პრეზიდენტის პოსტზე ვახტანგ ხმალაძეს დანიშნავდა, თუმცა მომავალში შეიძლება, გადაიფიქროს.

„პრეზიდენტობის პოსტზე ფიქრი ჯერ ნაადრევია. ალასანიას უფრო საინტერესო თანამდებობა აქვს. იგი ჩემი მოადგილე და თავდაცვის მინისტრია. პრეზიდენტს კი ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის კრიზისის დაწყების შემთხვევაში, ის ფუნქციები ექნება, რომ ეს დაარეგულიროს. დღეს რომ მკითხონ, პრეზიდენტად ვახტანგ ხმალაძეს დავასახელებდი, მომავალში შეიძლება, გადავიფიქრო", - განაცხადა ივანიშვილმა.