ინგა გრიგოლია თბილისის საკრებულოს დატოვებასაც აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ სამადაშვილს ოფიციალური განცხადებით დღეს მიმართავს.
როგორც გრიგოლიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ის არასოდეს არცერთ პარტიაში გაწევრიანებას აღარ აპირებს.
„საკრებულოს დატოვებით, ქართულ პოლიტიკას, როგორც მონაწილე, სამუდამოდ დავემშვიდობები. ვერასოდეს, ვერავინ მე ვერც ერთ პარტიაში ვეღარ მნახავს", - განაცხადა გრიგოლიამ.
ცნობისთვის, ინგა გრიგოლია, რომელმაც ქდმ-დან მაჟორიტარობის კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, ჟურნალისტიკაში აპირებს დაბრუნებას.