სანდრო ბარამიძე: მოსამართლეებში სამართლიანობის გრძნობამ  კი არა, იმ გრძნობამ გაიღვიძა,  რომ შესაძლოა მათი პასუხისმგებლობა დადგეს

სანდრო ბარამიძე: მოსამართლეებში სამართლიანობის გრძნობამ კი არა, იმ გრძნობამ გაიღვიძა, რომ შესაძლოა მათი პასუხისმგებლობა დადგეს

საკაბელო კომპანია „გლობალ ტვ“-ის ანტენებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ყადაღა მოეხსნა. კომპანიის ადვოკატი სანდრო ბარამიძე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  გამარჯვებას უკავშირებს.

ბარამიძის განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების განმაპირობებელი ფაქტორი მხოლოდ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო და აღნიშნავს, რომ მოსამართლეებში სამართლიანობის გრძნობამ კი არა, იმ გრძნობამ გაიღვიძა, რომ შესაძლოა მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„თავის დროზე,  როცა  ამ ანტენებს ყადაღა დაადეს,  ეს  სრული უკანონობა იყო. აქედან გამომდინარე,  ახლა, როცა არჩევნებში  იმ პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა, რომლის ინტერესებშიც მედიის თავისუფლება იყო, აქედან გამომდინარე,  როგორც ჩანს,  სასამართლომ ჩათვალა, რომ ახლა, ამ პოლიტიკურ ძალას უნდა ასიამოვნოს. ეს იგივე მოსამართლეები არიან,  რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში,  უკანონობებს სჩადიოდნენ. ახლა მათში სამართლიანობის გრძნობამ  კი არა, იმ გრძნობამ გაიღვიძა,  რომ შესაძლოა მათი პასუხისმგებლობა დადგეს“, - განაცხადა ბარამძემ.

ცნობისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით,  „გლობალ ტვ“-ის დაახლოებით,  100 000-მდე ანტენა იყო დაყადაღებული.