რომის პაპის კამერდინერი ციხეში წელიწადნახევარს გაატარეს. დღეს რომის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. პაოლო გაბრიელესთვის პროკურორი სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა ის გარეომება, რომ გაბრიელეს კრიმინალური წარსული არ ჰქონია და მცირედით დაკმაყოფილდა.
პაოლე გაბრიელე, როგორც შემდგომში თვითონ აღიარა, წლების განმვალობაში იპარავდა ვატიკანიდან საიდულმლო დოკუმენტებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მას სურდა ვატიკანის ცენტრში არსებული კორუფციისთვის ფარდა აეხადა.