„ქართულმა ოცნებამ

„ქართულმა ოცნებამ" ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის შედეგების გაუქმების თაობაზე სასამართლოს მიმართა

კოალიცია „ქართული ოცნებამ" ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დღეს სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გიორგი ღამბაშიძე აცხადებს, ლაგოდეხის #15 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა სია უბანზე დაგვიანებით გამოიკრა.

„სწორედ ამის გამო კოალიციის მხარდამჭერებმა საკუთარი თავის გადამოწმება და ხმის მიცემა ვერ შეძლეს“, - აღნიშნა ღამბაშიძემ.

სასამართლო პროცესის გამართვის ზუსტი თარიღი სავარაუდოდ, 24 საათში გახდება ცნობილი.