„სამართლიანმა არჩევნებმა“ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე 66 საჩივარი დაარეგისტრირა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე 66 საჩივარი დაარეგისტრირა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე დარეგისტრირებული საჩივრების რაოდენობამ 66 შეადგინა. ამის შესახებ ორგანიზაციის  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად არჩევნებს შორის შემდეგ დარღვევებს ჰქონდა ადგილი: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის მცდელობა; მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები; არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე; საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება; სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა; არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა/ხმის მიცემის მცდელობა; ხარვეზებ საარჩევნო სიებთან დაკავშირებთ; საუბნო საარჩევნო კომისიებში მასალების ნაკლებობა; ხმების დათვლის პროცედურის დარღვევები.

„საუბნო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირებულ ხარვეზებთან  დაკავშირებით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები შენიშვნებს წერდნენ ჩანაწერთა წიგნში, ხოლო უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით კომისიებს წარედგინათ საჩივრები დარღვევის აღმოფხვრის, კომისიის წევრთა პასუხისმგებლობის დაკისრების, უბნის შედეგების გადათვლის, ან ბათლობის მოთხოვნებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, არჩევნების დღისა და მის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ"30 საოლქო საარჩევნო კომისიაში 58 საჩივარი შეიტანა, მათ შორის 16 საჩივარი დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა - 30, ნაწილობრივ კი – 5 დაკმაყოფილდა, განუხილველი დარჩა -1, განხილვის პროცესში კი 6 საჩივარია.

საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილ საჩივრებში დაყენებული იყო: საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის 35 მოთხოვნა, მათ შორის 14 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა - 18 და განხილვის პროცესშია 3 მოთხოვნა; საარჩევნო კომისიის წევრთა მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების 9 მოთხოვნა, რომელთაგანაც 4 დაკმაყოფილდა, 4 - არ დაკმაყოფილდა, ხოლო 1 მოთხოვნა განხილვის პროცესშია; შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და უბნის შედეგების გადათვლის 9 მოთხოვნა, რომელთაგანაც მხოილოდ 3 დაკმყოფილდა; უბნის შედეგების ბათილობის 9 მოთხოვნა, რომელთაგანაც მხოლოდ 1 დაკმაყოფილდა;

„ცესკო-ში წარდგენილ იქნა 1 საჩივარი - კიევის საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობისა და კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საჩივარი ბათილობის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, თუმცა, კომისიის წევრთა პასუხისმგებლობის თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა“, - აღინიშნა განცხადებაში.

სასამართლოებში ამ დროისათვის წარდგენილია 5 სარჩელი, რომელთაგანაც 1 სარჩელი მარნეულის საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების გადათვლას შეეხება; 1 - გორის #111 სპეციალური საარჩევნო უბნის მაჟორიტარული არჩევნების შედეგების ბათილობას; 3 შემთხვევაში სასამართლოები კომისიის წევრთა მიმართ ადმინისტიული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს განიხილავენ;

"სამართლიანი არჩევნები" სასამართლოში სარჩელების წარდგენას კანონმებლბის დადგენილ ვადებში განაგრძობს.