კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ საწვავის ფასების გაიაფება დაიწყო. დღეს კომპანიის ქსელში საწვავი უკვე 8 თეთრით იაფია.
ამ განცხადებას ვისოლ პეტროლიმ ჯორჯია“ ავრცელებს.
კორექტირებული ფასები ასე გამოიყურება: აპი სუპერი - 2,25 ლარი, აპი პრემიუმი – 2,20 ლარი, აპი დიზელი- 2,25 ლარი, ევრო რეგულარი – 2,10 ლარი, რეგულარ ენერჯი – 2,08 ლარი, სიზელ ენერჯი - 2,05 ლარი.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გუშინ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ, ექსპერტებიუ ვარაუდობდნენ, ფასების კლებაქართულ ბაზარზე სწორედ საწვავის გაიაფებით დაიწყებოდა.