ტელეკომპანია იმედის გადაცემებს, როგორც ჩანს, მალე „ნანუკას შოუც“ მიჰყვება. ამ განცხადებას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საკუთრ ვებგვერდზე ავრცელებს.
„პირდაპირ ასე დავიწყებ: რაც შეეხება ნანუკას შოუს, სეზონის რამდენიმე გადაცემა უკვე ჩაწერილია, ასევე გადაცემა უკვე შეძენილი აქვთ სპონსორებს და არსებობს ვალდებულებები... მოკლედ მივალთ ამ სეზონის ბოლომდე, მერე ვნახოთ... მაქვს სხვა საინტერესო შემოთავაზება, მაგრამ მანამდე ეს სეზონი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ფაქტიურად მეც მალე დამშვიდობება მომიწევს. მანამდე მართალია ცოტა ხნით, მაგრამ რამდენიმე სამშაბათი ისევ ერთად ვართ. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად!",- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი „ნანუკას შოუს“ გვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციით დაიხურა „დღის შოუ“, ასევე „ღამის შოუს“ მომზადებული გადაცემები : ,,შუა ქალაქში", ,,გოგონა გარეუბნიდან", ,,კაცების შოუ", ,,რომ გადახვალ გააჩერე“.