„თბილისობა“ დაიწყო

„თბილისობა“ დაიწყო

პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, თბილისში „თბილისობა“ ჩვეულებრივ აღარ მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე ღონისძიება ქალაქში მაინც დაგეგმილია.

გორგასლის მოედანზე დღესასწაული საწნახელით და ღვინის დაწურვით დაიწყო. მეტეხის ხიდზე ავტოშოუ "თეგეტა მოტორსისა" და ჟურნალ "ავტო ბილდის" ორგანიზებით  გაიმართება.  
"დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ, ანტიკვარულ, ხელნაკეთ, სპორტულ და ოფროუდის ავტომობილებს გაეცნონ, ასევე სპეციალურად თბილისობისთვის გაკეთებული ფასდაკლებით ისარგებლონ ახალ ავტომობილებზე. ანტიკვარული და ახალი ავტომობილების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ღონისძიების ფარგლებში ორგანიზატორები ავტომოყვარულებს არაერთ საინტერესო სანახაობას ჰპირდებიან“,-აცხადებენ კომპანიაში.

ფოლკლორული ანსამბლების კონცერტების მოსმენა მსმენელს აბანოთუბანში შეეძლება.  გაიმართება რეწვის ნიმუშევის გამოფენა-გაყიდვაც. პურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზიერების შოუ იქნება წარმოდგენილი. ძველ ქართულ სპორტულ თამაშობებს კი რიყის პარკი უმასპინძლებს.

ტრადიციულად,  ქართული ხილისა და პროდუქტების გაყიდვა გუშინ თბილისსი რამდენიმე უბაში დაიწყო. ქართული ბაზრობები კიდევ ორ დღეს მოეწყობა.