სულ უფრო ცოტა დრო რჩება ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებამდე და თითოეულ მოვლენას დემოკრატებისა და რესპუბლიკელებისთვის სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია. თუმცა, უმუშევრობა სწორედ ის კოზირია, რომელსაც ორივე მხარე თავის სასარგებლოდ იყენებს.
გამოქვეყნებული მონაცემებით, ამერიკაში უმუშევრობის დონემ კიდევ რამდენიმე პროცენტით დაიწია. გახარებულმა ბარაკ ობამამ ამ ფაქტზე სასწრაფო განცხადება გააკეთა.
„თითოეული განვლილი დღე გვახსენებს იმას, რომ ჩვენი მეგობრები და მეზობლები ჯერ კიდევ სამუშაოს ძიებაში არიან. საშუალო შემოსავლის ოჯახებს დღედაღამ უწევთ მუშაობა,რათა გადასახადები გადაიხადონ. დღევანდელი ახალი ამბები არ არის იმის მიზეზი,რომ ამ თემით ისპეკულირო, რათა კიდევ რამდენიმე ქულა დაიწერო წინასაარჩევნო კამპანიაში“,-განაცხადა ბარაკ ობამამ.
რესპუბლიკელების კანდიდატმა მით რომნიმ კი საპასუხო განცხადების გაკეთება არ დააყოვნა.
„უმშევრობის დონე ქვეყანაში იწევს იმიტომ, რომ ბევრმა ადამიანმა უბრალოდ შეწყვიტა სამსახურის ძებნა. თქვენ თუ აღარ გაქვთ ბრძოლის უნარი, თქვენ თუ შეეგუეთ სიტუაციას და აღარც კი ცდილობთ სამსახურის მოძებნას და აცხადებთ- ОК! მე სახლში ვრჩები! მაშინ თქვენ ვერანაირი სტატისტიკა ვეღარ გიშველით“,-მიმართა რომნიმ მოსახლეობას.