ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 150 მანდატიდან 83-ს „ქართული ოცნება“, ხოლო 67-ს „ნაცმოძრაობა“ ფლობს

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 150 მანდატიდან 83-ს „ქართული ოცნება“, ხოლო 67-ს „ნაცმოძრაობა“ ფლობს

 ცესკოს ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარლამენტის 150 მანდატიდან 83 „ქართულ ოცნებას“, ხოლო 67 „ნაციონალურ მოძრაობას“ ერგება. 
აქედან პროპორციული წესით, „ქართულ ოცნებას“  44, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 33 დეპუტატი გაჰყავს, ხოლო მაჟორიტარული წესით,  „ქართულ ოცნებას“ 39, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, - 34 დეპუტატი.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  საარჩევნო სიის პირველ 44 წევრს, რომლებიც პარლამენტში მოხვდებიან წარმოადგენენ:  კახა კალაძე, მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანიკიძე, გოგი თოფაძე, ზვიად ძიძიგური, ივანე კიღურაძე, დავით საგანელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, კობა დავითაშვილი, გია ჟორჟოლიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, მაია ფანჯიკიძე, დავით ბერძენიშვილი, ნოდარ ხადური, ნინო გოგუაძე, გელა ხვედელიძე, გიორგი ხუჩინაშვილი, თედო ჯაფარიძე, ზურაბ ტყემალაძე, სოზარ სუბარი, გიგა ბუკია, ლაშა ნაცვლიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ირინე იმერლიშვილი, გიგლა აგულაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, გოგლა ჟვანია, ანი მოროტაძე, გუგული მაღრაძე, თამაზ ყაჭეიშვილი, გიორგი ვოლსკი, ბიძინა გუჯაბიძე, თამაზ ავდალიანი, ალი მამედოვი, ალექსი პეტრიაშვილი, რუსლან პოღოსიანი. შალვა კიკნაველიძე, კარლო კოპალიანი, დემურ ბაშელეიშვილი, ნანა ყეინიშვილი, მერან კაჭახიძე და ერეკლე ტრიპოლსკი.  აღსანიშნავია, რომ კოალიციის პარტიულ სიაში მყოფი რამდენიმე პირი, კერძოდ კახა კალაძე, მანანა ნაჭყებია, გუბაზ სანიკიძე, ზვიად ძიძიგური, და ერეკლე ტრიპოლი საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული არჩევნების გზით მოხვდნენ, რის შესაბამისადაც, პარლამენტში მათ მიერ პროპორციული არჩევნების გზით მოპოვებულ ადგილებს პარტიის მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატები დაიკავებენ. სიის მიხედვით, ესენი შესაძლოა მარიანე ოდიშარია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო), ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო), მალხაზ ვახტანგაშვილი (ეროვნული ფორუმიდან), მახირ დარმზიევი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო) და ფრიდონ საყვარელიძე (რესპუბლიკური პარტიიდან) იყვნენ. 
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიას, პირველი 33 წევრი, რომელიც, არსებული მონაცემების დათვლის საფუძველზე საკანონმდებლო ორგანოში ხვდება, ასე გამოიყურება: დავით ბაქრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ბარამიძე, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი თევდორაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, გიორგი გაბაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, სერგო რატიანი, გიორგი ოჩიაური, ნიკოლოზ ყიფშიძე, ირმა ნადირაშვილი, გიორგი (გიგი) წერეთელი, პავლე კუბლაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აკაკი ბობოხიძე, გიორგი (გივი) თარგამაძე, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მახარაძე, გიორგი მელაძე, კობა სუბელიანი, გიორგი ღვინიაშვილი, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, გიორგი ხაჩოძე და დავით დარჩიაშვილი. 
აღნიშნული პირებიდან პარლამენტში მაჟორიტარული არჩევნების გზით ხვდებიან ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი, შესაბამისად, პარლამენტში მათ მიერ პროპორციული არჩევნების გზით მოპოვებულ ადგილებს პარტიის მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატები დაიკავებენ.  

ცესკო-ს ინფორმაციით, იმის გამო, რომ რამდენიმე უბნის შედეგები გასაჩივრებულია, აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის და შესაძლოა, შეიცვალოს.