ზაზა ხატიაშვილი სახალხო დამცველის  თანამდებობაზე გელა ნიკოლაიშვილის კანდიდატურას განიხილავს

ზაზა ხატიაშვილი სახალხო დამცველის თანამდებობაზე გელა ნიკოლაიშვილის კანდიდატურას განიხილავს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი  სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე  ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის კანდიდატურის განხილვის ინიციატივით გამოდის.

ამასთან დაკავშირებით, ხატიაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გელა ნიკოლაიშვილის სახალხო დამცველად არჩევა იქნება გარანტი, რომ საქართველოში არავისი უფლება არ დაირღვეს, არავის უკანონოდ არ ჩამოართვან ქონება, არავინ უკანონოდ არ დასაჯონ.

ადვოკატი ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მის ინიციატივას.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენიმე  დღის წინ სამოქალაქო საზოგადოებამ სასჯელაღსრულების #8 გლდანის დაწესებულებაში პატიმრების მიმართ სქესობრივი ძალადობის თაობაზე შემზარავი ფაქტები იხილა, რომელსაც მასიური  ხასიათი ჰქონდა. შემზარავი კადრების ხილვამ  შოკში ჩააგდო სამოქალაქო საზოგადოება. დღეს საქართველოში საბედნიეროდ,  სხვა რეალობაა, არჩევნების გზით ხელისუფლებაში არაკაცთმოძულე მთავრობა მოვიდა.  ხელისუფლებას  მოუწევს მუხლჩაუხრებლი შრომა,  რომ საკაშვილის რეჟიმის მიერ გაანდგურებული საქართველო ფეხზე წამოაყენოს. სამოქალქო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მომხდარი ყველა დანაშაული ეფექტურად იქნეს გამოძიებული და სამოქალაქო საზოგადოებამ  საპატიმრო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს. რომ არ მოხდეს ჩადენილი უამრავი დანაშაულის მიჩქმალვა და ამაზრზენი ფაქტები აღარ განმეორდეს,  საჭიროა,  სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე ისეთი კანდიდატურის წარდგენა მოხდეს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება როგორც უფლებადამცველს და მოქმედი ადვოკატია. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დიდხანს ვფიქრობდი, თუ ვის შეეძლო ეტვირთა სახალხო დამცველის მეტად რთული და საპასუხისმგებლო თანამდებობა და ვფიქრობ, ცნობილი უფლებადამცველი, ყოფილი პოლიტპატიმარი და მოქმედი ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის სახალხო დამცველად არჩევა იქნება გარანტი, რომ საქართველოში არავისი უფლება არ დაირღვეს, არავის უკანონოდ არ ჩამოართვენ ქონება, არავინ უკანონოდ არ დასაჯონ და ა.შ. მეორეს მხრივ, სახალხო დამცველის არჩევა არაპარტიული აქტივიდან, იქნება ახალი მთავრობის მესიჯი მთელი მსოფლიოსათვის, რომ იგი დემოკრატიული საქართველოს მშენებლობას აპირებს. მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივას”, - ნათქვამია ხატიაშვილის განცხადებაში.