ცესკოს შედეგებით, „ქართული  ოცნება“ 54.85% -ით,  „ნაც.მოძრაობა“ კი - 40.43% -ით ლიდერობს

ცესკოს შედეგებით, „ქართული ოცნება“ 54.85% -ით, „ნაც.მოძრაობა“ კი - 40.43% -ით ლიდერობს

ცესკომ 1-ელ ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლა დაასრულა.

დათვლილია ყველა - 3766 უბნის და  70 სპეცუბნის მონაცემები.

ხმების დათვლის წინასწარი შედეგებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ - 54.85%-ით ლიდერობს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“  40.43% აქვს, „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 2,05%, „შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტია“ - 1,24%. სხვა პარტიებმა 1%-ზე ნაკლები ხმები მოიპოვეს.

ცესკო-ს სპიკერის  ეკა აზარაშვილის განცხადებით,  ამჟამად, საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შედეგებზე,  ეს მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

აზარაშვილის თქმით,  საქართველოს მასშტაბით გაუქმებულია 8 უბნის, კერძოდ, საგარეჯოს, მარნეულის, თეთრიწყაროს, კასპის,  გორის, ახალციხის,  მარტვილისა და ხულოს თითო უბნის მონაცემები.

რაც შეეხება,  ხაშურის ორ უბანზე მომხდარ ინციდენტებს, აზარაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი.