იმედზე გადაცემები იხურება

იმედზე გადაცემები იხურება

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედზე გადაცემები ერთმანეთის მიყოლებით იხურება.

დაიხურა გადაცემა „დღის შოუ“. მისი წამყვანი ია ფარულავა გადაცემას ს სოციალურ ქსელებში საკუთრი ვებგვერდიდან დაემშვიდობა.

 „ნახვამდის „დღის შოუ“. დიდი მადლობა ყველას, ყველას, ყველას, ვინც ერთგული მაყურებელი იყო ჩვენი. მოგვენატრებით .....წარმატებებს გისურვებთ მე, ნანიკო და დოდოშკა თქვენ ყველას გვიყვარხართ"- წერს ია ფარულავა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიხურა ოთარ ტატიშვილის გადაცემა „ღამის შოუ“, თუმცა ოთარ ტატიშვილი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს. ასევე იხურება „ღამის შოუს“ მომზადებული გადაცემები :  ,,შუა ქალაქში", ,,გოგონა გარეუბნიდან",  ,,კაცების შოუ", ,,რომ გადახვალ გააჩერე“.  გაურკვეველია დარჩება თუ არა იმედის ეთერში "ნანუკას შოუ".

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეიმედზე გასართობის პროგრამებიდან მხოლოდ ‘'ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ახალი ქართული ხმა" დარჩება.