საკაბელო კომპანიის მარკეტინგის დირექტორის ზურაბ ბაზლიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკაბელო კომპანია „გლობალ ტვ“-ის ანტენებს ყადაღა მოეხსნა.
ბაზლიძის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ 2 ოქტომბერს რიგი კომპანიების მიერ შემოტანილ ანტენებს ყადაღა მოხსნა.
„პროკურატურამ მიმართა სასამართლოს და მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ იმის გამო, რომ ხსენებული პირების ქონებაზე ყადაღის არსებობის აუცილებლობა არ არსებობდა, ყადაღა მოიხსნა. ამ პერიოდში კომპანაის დაახლოებით, 5 მილიონო ლარის ზარალი მიადგა. მოგეხსენებათ, 3-4 თვეა, თანამშრომლები დათხოვნილები გვყავს. ამჟამად, უნდა მოხდეს ყადაღაახსნილი ანტენების შემოწმება, რამდენად ვარგისიანია და შემდეგ მიიღებს ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას, რა ფორმით გაგრძელდება მისი მონტაჟი“, - განაცხადა ბაზლიძემ.
ცნობისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „გლობალ ტვ“-ის დაახლოებით, 100 000-მდე ანტენა იყო დაყადაღებული.