უფლებადამცველები ვახტანგ სუბელიანის გათავისუფლებას ითხოვენ

უფლებადამცველები ვახტანგ სუბელიანის გათავისუფლებას ითხოვენ

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ვახტანგ სუბელიანი პოლიტპატიმარია და იგი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. რომელსაც საზოგადობრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს", პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ასოციაცია, მოძრაობა "არა", ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის, ნანა კაკაბაძე; გელა ნიკოლეიშვილი, ადამიანი უფლებათა ცენტრი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი, და სახალხო დამცველის აპარატიდან სოფიო ბენაშვილი უერთდებიან.

„ჩვენ უფლებადამცველები მივიჩნევთ, რომ ვახტანგ სუბელიანი კიდევ ერთი უკანონო პატიმარია. ჩვენთვის ცნობილია საქმის სამართლებრივი ანალიზი და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც დასაბუთებული არ იყო. მისი დაკავებისა და საქმის სასამართლოში განხილვის დროს არსებითად იყო დაშვებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. ამ გარემოებამ განაპირობა ის, რომ მისი გათავისუფლება დღემდე არ მომხდარა, თუმცა მასთან ერთად დაკავებული სხვა პირები საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდნენ. უფლებადამცველები ვითხოვთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა გათავისუფლებას, რომელთა შორისაა ვახტანგ სუბელიანი", - აღნიშნულია განცხადებაში.