სტუდია „ბრავო რექორდსმა“ გამოუშვა გოგი დოლიძის უნიკალური დისკი, სახელწოდებით „იყო და არა იყო რა“. ალბომში შესულია 11 ჰიტის სრულიად ახალი ვერსია: "ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო", "იყო არა იყო რა", "ხმალი ავლესოთ", "ძველებური თბილისური", "გავა დრო და მოვუყვებით შვილებს", "თბილისი", "გულო", "ქართველების ერთად ყოფნ"ა, "აყვავილდა ნუში", "ომში წასულო ვაჟკაცო" და "ალგეთს ლეკვები მგლისანი".
გარდაცვალებიდან ცოტა ხნით ადრე, გრამფირფიტების ჩამწერ ფირმა „მელოდიაში“ გასული საუკუნის 90 წლებში გოგი დოლიძე წერდა სიმღერებს ახალი ალბომისთვის.
სტუდია „ბრავო რექორდსმა“ გოგი დოლიძის შვილისა და ამ პროექტის ავტორის - ქეთი ლოლაძის თანადგომით შეძლო მოეპოვებინა ეს უნიკალური ცალკე ტრეკზე ჩაწერილი სიმღერები - გოგი დოლიძის ვოკალი მუსიკის გარეშე. პროექტის ხელმძღვანელია მუსიკოსი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე, რომელმაც დოლიძის სიმღერების არანჟირების სრულიად ახალი, თანამედროვე ვერსიები მრავალფეროვანი ინსტრუმენტალური აკომპანიმენტით წარმოადგინა.
პროექტის პარტნიორია თბილისის მერია, გენერალური სპონსორი კი ღვინო "ძველი თბილისი"