რუსეთის ლიბერალ -დემოკრატების ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი, „პროტესტის ანატომია 2“-ის ნტვ-ს ეკრანზე გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ რუსული ოპოზიცია საქართველოდან და ამერიკიდან ფინანსდებოდა და ამ დაავადების პირველივე გამოვლინება ძირშივე უნდა ჩაკლა.
„რუსული ოპოზიცია საზღვარგარეთიდან-ძირითადად, საქართველოდან ფინანსდება. ვეთანხმები ყველაფერს, რაზეც ფილმშია საუბარი. მე ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი ასე ხდებოდა. კიდევ მინდა ავღნიშნო, რომ ოპოზიციის ძირითადი ლიდერები საზღვარგარეთთან თანამშრომლობენ-საქართველოსა და ამერიკასთან.
ჩვენ არაფრით არ უნდა დავუშვათ სიტუაციის იმ სცენარით განვითრება, რაც ოპოზციონერებს აწყობთ. დაავადება პირველივე გამოვლინებისთანავე ძირში უნდა ჩაკლა, რათა მეტასტაზები მთელ ორგანიზმს არ მოედოს“,-განაცხადა ჟირონოვსკიმ.