სოზარ სუბარი: წინასაარჩევნო პერიოდში დაკავებული 69 პირი საპატიმროებიდან გათავისუფლდება

სოზარ სუბარი: წინასაარჩევნო პერიოდში დაკავებული 69 პირი საპატიმროებიდან გათავისუფლდება

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ- ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში დაკავებული 69 პირი საპატიმროებიდან გათავისუფლდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემა „პოლიტმეტრში" განაცხადა.

სუბარის განცხადებით, ხელისუფლებას 69 კაციანი სია გადასცეს და აღნიშნა, რომ გათავისუფლების პროცესი უკვე დაწყებულია.

„აღნიშნული საკითხი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა და გათავისუფლება ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს შეეხება. ალბათ მათი დიდი ნაწილი უკვე გათავისუფლებულია“, - აღნიშნა სუბარმა.