8-9 ოქტომბერს თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის პირველი რეგიონული კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის 100 მონაწილე დაესწრება, რომელიც საჯარო და კერძო კულტურის სექტორს წარმოადგენს, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურული ინდუსტრიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოღვაწე მსახიობები იქნებიან.
კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ კულტურულ საკითხებზე დებატები გაიმართება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შემავალი ექვსი სახელმწიფოს - სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის, ასევე ევროკავშირში შემავალი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები პირველად შეიკრიბებიან.
პრესკონფერენციას ევროკომისიისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის რეგიონული მონიტორინგისა და ძირითადი ბირთვის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვისა და უკრაინის კულტურის მინისტრები დაესწრებიან