უხდიდა თუ არა  თარგამაძე უდალცოვს თვეში 35 000 დოლარს?

უხდიდა თუ არა თარგამაძე უდალცოვს თვეში 35 000 დოლარს?

 რუსეთის ტელეკომპანია ნტვ-ს მიერ ნაჩვენებმა ფილმა “პროტესტის ანატომიის” მეორე ნაწილის ჩვენებამ სენსაცია გამოიწვია. ფილმში საუბარია, როგორ თანხმდებიან რუსული ოპოზციიის ლიდერი სერგეი უდალცოვი და “ფერადი რევოლუციის კონსტრუქტორი”, როგორც მას რუსული პრესა უწოდებს, გივი თარგამაძე კალინინგრადსა და ვლადივოსტოკში , აგრეთვე სობორნის მოედანზე მდებარე ივანე დიდის სახელობის მონასტრის ხელში ჩაგდების ძალისმიერ მეთოდებზე, გაქცეული ოლიგარქების მიერ აქციების დაფინანსებაზე .

ფილმში საუბარია იმაზეც, როგორ სთხოვდა ამ ყველაფრისთვის უდალცოვი თვეში 35 000 დოლარს საპროტესტო აქციების მოწყობისთვის.

ფილმის ავტორები ფილმის ბოლოს რუს ოპოზიციონერებს აფრთხილებენ-თუ ისინი ჟურნალისტებს ფაქტების ფალსიფიკაციაში დაადანაშაულებენ, მაშინ ისინი თარგამაძისა და უდალცოვის შეხვედრის სრულ ვერსიას აჩვენებენ ტელევიზიით.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის სერგეი უდალცვის განმარტებით, ის არა თუ ხვდებოდა გივი თარგამაძეს, არამედ მისი გვარიც კი არ გაუგონია.

“ასეთი გვარიც კი არ ვიცი. რა დაამონტაჟეს მათ, არ ვიცი. მე მარტის თვიდან ნტვ-სთვის არ მიყურებია და არც ვაპირებ ვუყურო. ეს სისულელე და მონაჩმახია. ჩვენ სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ ვართ, გვჩხრიკავენ , რაიმე ფაქტები რომ ყოფილიყო , მას აუცილებლად ამოიღებდნენ. ჩვენი სტრატეგია მშვიდობიანი აქციაა და არა ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების ხელში ჩაგდება. მე ყველას ამას მოვუწოდებ. გულახდილად გეტყვით, ქვეყნის საზღვრებიც კი არ დამიტოვებია. როდესაც ეკრანზე მოზარდებს რაიმეს ყურებას უკრძალავენ, ჩნდება ნიშანი +18, ნტვ-ს კი +100 უნდა დაადო, იმიტომ რომ ის ტვინს მომენტალურად ურევს ადამიანებს. ჩვენი იურისტები ნახავენ ყველაფერს და თუ რაიმე საფუძველს იპოვიან, აუცილებლად მიმართავენ სასამართლოს”, -აცხადებს რუსულ მედიასთან საუბარში უდალცოვი .