საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა ხოფერიას და ვახო სანაის გადაცემები დახურა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა ხოფერიას და ვახო სანაის გადაცემები დახურა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე დასაქმებულ ჟურნალისტებს ეკა ხოფერიას და ვახო სანაიას გადაცემები დაუხურეს. აღნიშნულის შესახებ,  მათ ინფორმაცია სოციალურ ქსელ facebook“ - ში გაავრცელეს.

„გადაცემა „აუდიტორია“  დამიხურეს. დღეს,  ჯერ კიდევ შუადღისას,  მთხოვეს, გადაცემა რაც შეიძლება მალე გასულიყო ეთერში. მე მხოლოდ ორი თხოვნა მქონდა: ეს ყოფილიყო ღია ეთერი და სრული თავისუფლება თემების შერჩევისას. ცხადია,  „აუდიტორია“ შეინარჩუნებდა მის ფორმატს-საზოგადოებრივ-სოციალურ თოქ -შოუს და არ იქნებოდა პოლიტიკური. ამ საუბრიდან ზუსტად 3 საათში ჭანტურია შემხვდა და მითხრა, რომ ის „აუდიტორიას“ აჩერებს და რომ მას არ უნდა მიტინგები ტელევიზიის კიბეებთან“, წერს ხოფერია.

ვახო სანია სანაია კი აცხადებს, რომ გია ჭანტურიამ შეთანხმება დაარღვია და გადაცემა გააჩერა. „პირდაპირ  მითხრა,  რომ მე მისთვის პრობლემა ვარ და ჩემი გადაცემა პოლიტიკურ პროცესებზე არ აწყობს“, - წერს სანაია.