,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” კოტე კუბლაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” კოტე კუბლაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს

 ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე  კუბლაშვილის განცხადებას ეხმიანება. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან დიპლომატური კორპუსის წინაშე გააკეთა, სადაც სასამართლოზე  ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.

მათი განმარტებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ის პრობლემაა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშებში არაერთხელ აისახა.

ამასთანავე, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი ხელისუფლება შესაძლებელს გახდის დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას ქვეყანაში და არ დაუშვებს რაიმე  სახის ჩარევას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.

„დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა   წარმატებული დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ქართველმა ხალხმა კი,  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარი დემოკრატიას  დაუჭირა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, „42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ დაუშვებელია წინასწარი განცხადების გაკეთება იმ საქმის შედეგებზე, რომელზეც  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ამ სენსიტიურ და გარდამავალ პერიოდში, როდესაც სასამართლოებში იხილება საარჩევნო დავები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.  აღსანიშნავია, რომ მოსამართლეები კანონის თანახმად თავისუფალნი არიან, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლისაგან“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.

„42-ე მუხლი“ მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ პირს, გადაწყვეტილებების მიღებამდე არ გააკეთონ წინასწარი განცხადებები მოსამართლეთა მიმართ დისციპლინარული ზომების მიღების შესახებ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამგვარმა განცხადებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს  სხვა მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა