ძმებმა ახალაიებმა საქართველო დატოვეს?

ძმებმა ახალაიებმა საქართველო დატოვეს?

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიამ საქართველო დატოვეს.ამ ინფორმაციას „გურიანიუსი“ ავრცელებს.  
სააგენტოს წყაროს ცნობით, ძმები ახალაიები საქართველოდან წუხელ გვიან ღამით წავიდნენ, მანამდე კი მათ პასპორტები და ვიზები თავდაცვის სამინისტროში მიუტანეს. 
ამავე წყაროს ინფორმაციით, ამის შემდეგ ძმები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასხდნენ. თვითმხილველების თქმით, პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ, ძმები ახალაიები გენერალური შტაბის მე-9 სართულზე, ახალაიას ე. წ. აპარტამენტში ცხოვრობდნენ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიას თანამდებობიდან წასვლისა და ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო პოდრჟებსკაია არ ფლობს. 
გარდა ამისა, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო უკვე დატოვეს პოლიციის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა მეგის ქარდავამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა. 
 უწყებების პრესსამსახურის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ინფორმაციას არ ფლობენ.