მანანა კობახიძე: მთელი რიგი კანონებია, რომლებიც გადაიხედება

მანანა კობახიძე: მთელი რიგი კანონებია, რომლებიც გადაიხედება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მანანა კობახიძის განცხადებით, კოალიცია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, კანონის გადახედვას გეგმავს.

კობახიძის განცხადებით, მთელი რიგი კანონებია, რომლებიც გადასახედი იქნება და მათში ცვლილებები იქნება შესატანი.

„ამ პროცესში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართვა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონთან დაკავშირებით,  არასამთავრობოებს ჰქონდათ სწორი რეკომენდაციები და მათი ამ პროცესში აქტიური ჩართვა მოხდება“,  - განაცდა კობახიძემ.