ბიძინა ივანიშვილი: შესაძლოა მიმდინარე წელს რუსულ ბაზარზე ქართული ციტრუსის გატანა მოხერხდეს

ბიძინა ივანიშვილი: შესაძლოა მიმდინარე წელს რუსულ ბაზარზე ქართული ციტრუსის გატანა მოხერხდეს

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი,  ბიძინა ივანიშვილი მიმდინარე წელს ქართული ციტრუსის რუსეთის ბაზარზე გატანას არ გამორიცხავს, თუმცა ამის  გარანტიას ვერ იძლევა.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ბიზნესმენებთან შეხვედრისას საქართველო-რუსეთის ბიზნესის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლის ვასილ ბარნოვის კითხვის საპასუხოდ გასცა, რომელიც წლევანდელ სეზონზე ქართული ციტრუსი რუსულ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას უკავშირდებოდა.

მისი თქმით, რუსეთთან საქართველოს ძალიან სწრაფად  შეუძლია სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების გახსნა თუმცა აღნიშნა, რომ ამის საბუთი რეალურად არ აქვს

„უბრალოდ, ვფიქრობ, რომ საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვა რუსეთსაც არ აწყობს. ეს თითქოს, შეგნებულად მოხდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მე დღეს მათ ღრმა კრიტიკას არ დავიწყებ, რადგან ბოლო მომენტში, ჭკუა ეყოთ. ამდენად, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა შეიძლება, მოვახერხოთ და ციტრუსი რუსულ ბაზარზე გავიტანოთ, მაგრამ ამის გარანტიას ვერ მოგცემთ", - განაცხადა ივანიშვილი.