ლედი გაგა უახლოესი 30 წლის განმავლობაში სცენიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ, მან ციურიხში გამართული კონცერტის შემდეგ თაყვანისმცემლებთან განაცხადა. მისი თქმით, მასზე არ მოქმედებს ნეგატიური კრიტიკა და სულაც არ ადარდებს რას იტყვიან მასზე კრიტიკოსები.
„ბრძოლას მათ ჯინაზე გავაგრძელებ, ისინი ვერ მომკლავენ და ვერ მაიძულებენ გავჩუმდე. მუშაოაბას ჩვეულ რიტმში განვაგრძობ, ჩემს მუსიკას ჩემი თაყვანისმცემლებისთვის ყოველთვის შევქმნი და ეს თუ დაამშვიდებთ, იმასაც ვიტყვი, რომ უახლოესი 30 წლის განმავლობაში სცენიდან ჩამოსვლას არ ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, ამის ძალას თქვენ, ჩემი მსმენელები მომცემთ...“ - აღნიშნა გაგამ.