"თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრით კმაყოფილია.
ხაზარაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რაც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქართულ ბიზნესს ფეხზე დააყენებს.
„იქნებ, დადგეს პეროდი, რომ სიმაღლეებისკენ და მწვერვალებისკენ დაიწყოს სვლა ქართულმა ბიზნესმა. ბიზნესი კი ქმნის ბიუჯეტს, სამუშაო ადგილებს, მოსახლოება იღებს პენსიებს, ხელფასებს და იქმნება ინფრასტრუქტურა. არ შეიძლება, შეებრძოლო იმ სფეროს, რითაც ივსება ბიუჯეტი. შეხვედრით კმაყოფილი ვარ. ასეთი შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და რა მესიჯებიც მოვისმინე, თუკი ეს შესრულდება, ქართული ბიზნესი აუცილებლად განვითარდება", - განაცხადა ხაზარაძემ.