გორის რაიონის სოფლებში პროდუქტების დარიგება დაიწყეს. მოსახლეობას თითო ტომარა ფქვილს, ლიტრანახევარ ზეთს და ერთ კილოგრამ შაქარს გადასცემენ. მოსახლეობის განცხადებით, როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათი მხარდაჭერებისთვის არჩევნებისთვის გადანახული პროდუქტის დარიგება დაიწყო.
ამჯერად პროდუქტს უკვე არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, არამედ ზოგადად, მოსახლეობასაც ურიგებენ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ რაიონული შტაბის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო პერიოდში არერთხელ განაცხადეს ხმამაღლა იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები საკუთრ აქტივისტებს პროდუქტებს, სამშენებლო მასალებს და თანხებს ურიგებდნენ.