ტელეკომპანია „მაესტროს“ განცხადება

ტელეკომპანია „მაესტროს“ განცხადება

ტელეკომპანია „მაესტრო“ ღიად მიმართავს იმ გუნდს, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და უახლოეს მომავალში ხელისუფლებას ოფიციალურად გადაიბარებს და  სოციალურ ქსელებში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ.

„მივმართავთ გუნდს, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და უახლოეს მომავალში ხელისუფლებას ოფიციალურად გადაიბარებს:
დღეს არჩევნებში დამარცხებული და გამარჯვებული გუნდების წარმომადგენლები პირვლად შეხვდნენ ერთმანეთს. დახურული შეხვედრის კადრების გადაღება კი მხოლოდ სამ მედიასაშუალებას მიეცა.

 ვითვალისწინებთ, რა „მაესტროს“ გამოცდილებას, რის შედეგადაც კონკრეტულ ღონისძიებაზე დასწრება კონკრეტული აკრძალვის მიზეზით ხშირად ვერ ხერხდებოდა,მოვითხოვთ ხელისუფლების გადაბარების პროცესის საწყის ეტაპზევე გაითვალისწინოთ ყველა წამყვანი მედიასაშუალების ინტერესი თანაბრად და არ დაუშვათ რომელიმე მათგანის დისკრედიტაცია. მივიჩნევთ, რომ ყველა ჟურნალისტს თანაბრად უნდა ჰქონდეს ნებისმიერი პროცესის გაშუქების საშუალება და ამ საკითხს არ უნდა წყვეტდეს არცერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი“,-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.