ბიძინა ივანიშვილი: სადაც დავინახავ და დავრწმუნდები, რომ პერსპექტივაა, პირადი კაპიტალითაც დაგეხმარებით

ბიძინა ივანიშვილი: სადაც დავინახავ და დავრწმუნდები, რომ პერსპექტივაა, პირადი კაპიტალითაც დაგეხმარებით

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ მან პერსპექტივა დაინახა, მზადაა ბიზნესმენებს საკუთრი კაპიტალითაც დაეხმაროს. ეს განცხადება  ივანიშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა.

"სადაც დავინახავ და დავრწმუნდები, რომ პერსპექტივაა, პირადი კაპიტალითაც დაგეხმარებით. ახლა ყველას არ გიცნობთ, მაგრამ, ჩვენ გაცნობისა და საუბრისთვის დრო გვექნება", - მიმართა ბიზნესმენებს ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის უმთავრესი, სამართლიანობის განცდის აღდგენაა.

"ვერ ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორი მომავალი უნდა ავაშენოთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამართლიანობის განცდა ქვეყანაში, აღდგეს საარბირტრაჟო სასამართლო. პოლიცია და პროკურატურა ხალხის სამსახურში ჩადგეს, მედია და ბიზნესი კი ქვეყნის ხელისუფლების ჩარევისგან განთავისუფლდეს. ესაა მთავარი, რათა აღორძინდეს ქვეყანა, ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ რეალური სამუშაო ადგილების შექმნა დასაქმების სამინიტროს არ შეუძლია და ეს ბიზნესმა უნდა გააკეთოს. კოალიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კერძო ქონების ხელყოფა არ მოხდეს“,-განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის და ბიზნესმენების შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.