რუსთავის #6 დაწესებულებაში ახლად გადაყვანილ პატიმრებსა და ძველ პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა

რუსთავის #6 დაწესებულებაში ახლად გადაყვანილ პატიმრებსა და ძველ პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა

სასჯელაღსრულების რუსთავის #6 დაწესებულებაში ახლად გადაყვანილ პატიმრებსა და ძველ პატიმრებს შორის ინციდენტი მოხდა.

ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, პატიმრებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც  მათ მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, თუმცა სამინისტროს ცნობით, თავად დაზარალებული პატიმრები აცხადებენ, რომ დაზიანებები საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღეს.

„მსჯავრდებულებს მაშინვე გაეწიათ სამედიცინო დახმარება (მათ შორის ერთერთ მათგანს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა) და ამ მომენტისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმირებული არიან დაზარალებული პატიმრების ოჯახის წევრებიც“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაპირისპირება გამოწვეული იყო პატიმრებს შორის არსებული ძველი კონფლიქტით. აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.

„მიგვაჩნია, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს,  წარსულში კონფლიქტის მქონე პატიმრები რატომ მოხვდნენ ერთ საკანში და ხომ არ ჰქონდა ადგილი სასჯელაღსრულების სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით  ჩადენილ დანაშაულს, რამაც განაპირობა მსგავსი კონტიგენტისა და ურთიერთდაპირისპირების მქონე პატიმრების ერთ საკანში განთავსება“, - აღნიშნავეს უწყებაში.