საქართველოს სამეფო სახლი პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამეფო სახლი განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი აღნიშნავს რომ არჩევნებით ქართველმა ერმა დემოკრატიის მაღალი ფასეულობების მიმართ კურსის ურყეობა გამოხატა.
„ვულოცავ ქართველ ერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებას. ავღნიშნავ, რომ ეს გამარჯვება მოპოვებულ იქნა არათანაბარ საარჩევნო პირობებში. ამ არჩევნებით ქართველმა ერმა გამოხატა თავისი კურსის ურყეობა დემოკრატიის მაღალი ფასეულობების მიმართ. უფალი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი“,- ნათქვამია სამეფო სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.