პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ ორშაბათს, 8 ოქტომბერს საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა სრულიად ახალი რეალობა. მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა და ძალაუფლება გადაეცა კოალიცია „ქართულ ოცნებას“.
„თავისუფალი საქართველო“ მიესალმება ქვეყანაში განხორციელებულ ცვლილებებს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ შეუდგება დემოკრატიული განვითარების გზას“, - ნათქვამია განცხადებაში.