ცესკომ ყველა საარჩევნო უბანი დათვალა, „ქართული ოცნება“ 54.85%-ით ლიდერობს

ცესკომ ყველა საარჩევნო უბანი დათვალა, „ქართული ოცნება“ 54.85%-ით ლიდერობს

 ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  1-ელ ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლა დაასრულა.

 ხმების დათვლის წინასწარი შედეგებით,  კოალიცია „ქართული ოცნება“ 54.85%-ით ლიდერობს,  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 40,43% აქვს.

დათვლილია ყველა - 3766 უბნის, მათ შორის 70 სპეცუბნის მონაცემები.

როგორც ცესკო-ს სპიკერი ეკა აზარაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს საჩივრების განხილვა, თუმცა საბოლოო შედეგებზე ეს მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

აზარაშვილის თქმით,  საქართველოს მასშტაბით გაუქმებული 8 უბნის, კერძოდ, საგარეჯოს, მარნეულის, თეთრიწყაროს,  კასპის, გორის, ახალციხის, მარტვილისა და ხულოს თითო უბნის მონაცემები.

რაც შეეხება ხაშურის ორ უბანზე მომხდარ ინციდენტებს,  აზარაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი.