კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მურმან დუმბაძე აჭარაში მოსახლეობის მხრიდან ფართობების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე საუბრობს.
დუმბაძის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" აჭარის ორგანიზაცია პასუხისმგებლობას იხსნის და მომხდარს ხელისუფლების მიერ ინიცირებულ პროვოკაციებს უწოდებს.
„ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი მოითხოვს ფართობების დაკანონებას. ხდება მიტოვებულ შენობებში შევარდნები. ეს არის უკანონო ქმედება და კეთდება "ქართული ოცნების" სახელით. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიხსნით. მიგვაჩნია, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ ფარგლებში უნდა მოექცეს. გვაქვს დამაჯერებელი ინფორმაცია, რომ ამას ხელს უწყობს ხელისუფლება და მისი ინიცირებულია პროვოკაციები“, - განაცხადა დუმბაძემ.
დუმბაძემ დღესვე მსგავსი უკანონობის აღკვეთის მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართა. მისივე თქმით, ხელვაჩაურში რამდენიმე ობიექტზე უკანონოდ მოხდა მოსახლეობის შესვლა.