„საქართველოში საწვავის ფასი ნავთობის საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული, თუმცა, სახელმწიფოს ფასის რეგულირების კუთხით გარკვეული ბერკეტი გააჩნია“, - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვარალაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ეს საგადასახადო კანონმდებლობას უკავშირდება.
„თუ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს საგადასახადო ხარჯები შეუმცირდებათ, გამორიცხული არ არის, რომ საწვავის ფასმა იკლოს“, - დასძინა მან.