ზუსტად ერთი კვირაა, რაც გაყიდვაში გამოვიდა ჯოან როულინგის პირველი არასაბავშვო რომანი „შემთხვევითი ვაკანსია“ (The Casual Vacancy). მისი გაყიდვების მაჩვენებელი, დიდი ბრიტანეთსა და ამერიკაში ერთდროულად აღწევს უმაღლეს საზღვრებს და ღირსეულად იბრძვის „წლის ბესტსელერის“ ტიტულისთვის.
შეგახსენებთ, როულინგი „ჰარი პოტერის“ ცნობილი წიგნების სერიის ავტორია, მის ბოლო ნამუშევარი რადიკალურად განსხვავებულია და დრამატიზმსა და სახელმწიფოებრივ საიდუმლოებებს აერთიანებს. მისი გამოქვეყნება წლის დასაწყისში იგეგმებოდა, შემდეგ თებერვლიდან აპრილამდე გადმოიწია, წინასწარი რელიზი ივლისის თვეში შედგა. მას მერე ლიტერატურის კრიტიკოსებმა რეცენზიების გამოქვეყნებაც დაიწყეს აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად დაუჯერებელი ეჩვენებოდათ წიგნი, რომელიც არ წაუკითხავთ.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ ეს წიგნია უცილებლად გახდება „წლის ბესტსელერი“. შეგახსებებთ, 1997-2007 წლებში, მსოფლიო მასშტაბით ჰარი პოტერზე დაწერილი რომანების 450 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო „ჰარი პოტერის“ მიხედვით გადაღებული ფილმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. როულინგი პირველი მწერალია, რომელიც საკუთარმა შემოქმედებამ მილიარდერი გახადა.
2004 წელს ჟურნალმა „ფორბსი“ მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ ფუნტ სტერლინგად შეაფასა(1 მილიარდ დოლარზე მეტი). 2007 წლის „სანდი თაიმსის მდიდართა ჩამონათვალში“ მას 136-ეადგილი მიენიჭა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ხოლო 13-ე ადგილი ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალთა შორის. ჯოანი გახდა შესანიშნავი ქველმოქმედი, ის გაწევრიანებულია ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.
დღეს დღეობით „ჰარი პოტერი“ ე.წ „გლობალური ბრენდია“, შეფასებული 15 მილიარდ დოლარად. უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც მთელ ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა.
წიგნების სერიათა სრული 4,195 გვერდი მთლიანად ან ნახევრად 65 ენაზეა ნათარგმნი.