ადვოკატები პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებენ

ადვოკატები პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებენ

 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ადვოკატები პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ორშაბათიდან საპროტესტო აქციებს იწყებენ. ეს განცხადება ხატიაშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ხატიაშვილის თქმით, უნდა გატარდეს ყველა ქმედითი ღონისძიება, რათა ეს ადამიანები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

"წინასაარჩევნო ბინძური გარემოდან გამომდინარე დააკავეს უამრავი ადამიანი, მათ შორის ჩვენი ადვოკატი. ამ ადამიანებს პოლიტიკური გადაწყვეტილებით მისჯილი აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა. დროა საქართველოს პრეზიდენტმა ყველა მათგანი გაათავისუფლოს დაუყოვნებლივ. უნდა გატარდეს ყველა ქმედითი ღონისძიება", - განაცხადა ხატიაშვილმა.