დღეს, 15:00 საათზე ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით გავრცელდა დეზინფორმაცია, იმის თაობაზე თითქოს გარდაბნის რაიონში საარჩევნო საჩივრების განხილვა მიმდინარეობს ხმაურიანი აქციების ფონზე, რომელსაც პოლიტიკური კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ და მისი მაჟროტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე აწყობს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საჩივრების განხილვა მიმდინარეობს ქალაქ რუსთავში, რაც შეეხება აქციას მას ნეიტრალურ ტერიტორიაზე აწყობენ გარდაბნელი ამომრჩევლები, გაშლილია 3 კარავი, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელი, ქართველი და ოსი გარდაბნის მაცხოვრებლები თავიანთი ხმების დასაცავად მშვიდობიანი მეთდით (შიმშილობით) იბრძვიან.
აქცია მათ მიერაა ორგანიზებული და არა პოლიტიკური კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ და მისი მაჟროტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა არეშიძის მიერ, თუმცა დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით მას მორალური უფლება არ აქვს გვერდით არ ამოუდგეს ამომრჩეველს და არ დაეხმაროს მათ სამართლიანობის აღდგენაში.