საშა ბარონ კოენი, ამჯერად არც დიქტატორია და არც სუპერაგენტი, ის ახალ კომედიას ლესბოსელებზე იღებს. ფილმის სიუჟეტი ზღაპრულია, მაგრამ, როგორც კოენი ამბობს, ნამდვილ, ცხოვრებისეულ ამბებზე დაფუძნებული.
შეიძლება გსმენიათ ჰონკონგელ მილიარდერ სესილ ჩაოზე. ცოტა ხნის წინ, 76 წლის ჩაომ საჯაროდ განაცხადა, რომ 65 მილიონ დოლარს მისცემს ნებისმიერ მამაკაცს, რომელიც მის ქალიშვილს გიგის შეიყვარებს და ცოლად შეირთავს. დავალება რთულია, რადგან 33 წლის გიგი ლესბოსელია. უფრო მეტიც, არც ისე დიდი ხნის წინ, პარიზში ის და მისი დიდი ხნის მეგობარი გოგო „დაქორწინდნენ“.
კანონით ჰონკონგში ერთსქესიანი ქორწინება აკრძალულია, სწორედ ამიტომ ღელავს გოგონას, მამა, მას უნდა, რომ გიგი ისევ ჰეტეროსექსულურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, არა აქვს მნიშვნელოაბა ვინ იქნება მისი რჩეული მამაკაცი, თეთრი იქნება, თუ შავი, მდიდარი თუ ღარიბი, მთავარია იყოს გულკეთილი და შეიყვაროს გიგი.
დამეთანხმებით, ძალიან ჰგავს ეს სიტუაცია ზღაპარს პრინცესაზე, განსხვავებული ვარიაციით! ალბათ ამიტომ გადაწყვიტა საშა ბარონ კოენმა ეს ისტორია ეკრანზე გააცოხლოს. როგორც ამბობენ, ფილმს „ლესბოსელი“ ერქმევა. საშა თავად იქნება ფილმის პროდიუსერი,იმასაც ამბობენ, რომ მილიარდელი მამის როლსაც სწორედ კოენი შეასრულებს .
ვინ დაწერს სცენარს ჯერჯერობით უცნობია.