ჰილარი კლინტონმა

ჰილარი კლინტონმა "ქართული ოცნების" ლიდერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

 ამერიკის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსა და "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სახელმწიფო მდივანმა ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჰილარი კლინტონმა და ბიძინა ივანიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვეს შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შემდგომ თანამშრომლობაზე. ჰილარი კლინტონმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს მისი მისწრაფებისთვის, კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში.