ევროპულმა სასამართლომ ხელისუფლებას  „თანასწორობის ინსტიტუტის“ ხუთი წევრის მიმართ  თითოეულისათვის 3000 ევროს გადახდა დააკისრა

ევროპულმა სასამართლომ ხელისუფლებას „თანასწორობის ინსტიტუტის“ ხუთი წევრის მიმართ თითოეულისათვის 3000 ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით,  2006 წლის ივნისს საქართველომ  არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ ხუთი წევრის უფლებები დაარღვია.

 ქართველმა სამართალდამცველებმა ორგანიზაციის წევრები ივნისში გამართულ საპროტესტო  დემონსტრაციაზე დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ დაარღვია  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი, მათ შორის მუხლები, რომლებიც ეხება გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრების თავისუფლებას, რის გამოც მართებს „თანასწორობის ინსტიტუტის“ ხუთი წევრიდან თითოეულისათვის 3000 ევროს გადახდა, მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.