არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" საქართველოს ხელისუფლებას მიმართვას უგზვანის.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ „სამართლებრივი" დევნის შედეგად დღეისათვის საქართველოს 119 მოქალაქე პოლიტიკურ პატიმრად არის აღიარებული.
ევროსაბჭომ მიიღო კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ევროსაბჭოს ყველა ქვეყანა ვალდებული გახდა ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფებიან დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ან სასამართლო პროცესები ჩაატარონ და სასამართლოს გზით მოხდეს მათი გათავისუფლება.
ევროსაბჭომ შეიმუშავა ამიტომ ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება და ციხეებში დღეს მყოფი ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ გაავრცელოს მისი რეკომენდაცია
მიმართვას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„გაცნობებთ, რომ 2012 წლის 3 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო ტერმინ "პოლიტიკური პატიმრის" განსაზღვრება და ევროსაბჭოს წევრი 47 სახელმწიფოს (მათ შორის საქართვე-ლოს) კომპეტენტურ ორგანოებს შესთავაზა "ხელმეორედ განიხილონ ყველა სისხლის სამართლის საქმე, სადაც შესაძლოა საუბარი იყოს იმ პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც ექვემდებარებიან მის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს და განხილვის შედეგის შესაბამისად, ან გაათავისუფლოს ასეთი პატიმრები, ან მოაწყონ მათი საქმის ხელმეორე სასამართლო განხილვა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში შექმნა ახალი პოლიტი-კური რეალობა - დასრულდა ერთპარტიული მმართველობა, რომელიც მთავარი მიზეზი იმისა, რომ რეალურად არ არსებობდა ხელისუფლების დანაწილებისა და კონტროლის მექანიზმები. თავის მხრივ, ეს ფაქტი იყო იმის მიზეზი, რომ უკონტროლოდ დარჩენილი აღმასრულებე¬ლი ხელისუფლება ძალიან ხშირად იღებდა არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რასაც მო¬რ¬ჩი¬ლად¬ და უყოყმანოდ მუდამ ასრულებდა სრულიად უუფლებოდ დარჩენილი სასამართლო. ერთ-ერთი ასეთი სფერო იყო პოლიტიკური ოპონენტების "სამართლებრივი" დევნა, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოების წარმო¬მადგენელთა მიერ დღეისათვის საქართველოს 119 მოქალაქე აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად. ძირითადად ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც თავისი პოლიტიკური შეხე¬დულებების გამო იქნენ რეპრესირებულნი. სამოქა¬ლაქო საზოგადოება დარწმუნებულია, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა სრულიად უდანაშაულოა, ხოლო დანაშაულის რეალურად ჩამდენ მათ მცირე ნაწილს სრულიად არაადეკვატური სასჯელები აქვთ შეფარდებული. განურ¬ჩევლად იმისა, ამ ადამიანებს საერთოდ აქვთ თუ არა ჩადენილი რაიმე დანაშაული, ფაქტია, რომ ყველა მათგანი დღეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რათა შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება და გაავრცელოს მისი რეკომენდაცია საქართველოს ციხეებში დღეს მყოფი ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ“, - ნათქვამია მიმართვაში.