ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, სააკაშვილი საქართველოს დსთ-ში დააბრუნებდა, თუმცა ბელორუსია ამ საკითხზე მუშაობას მაინც გააგრძელებს.
„ვფიქრობ, მომავალ წელს დსთ-ს სამიტზე, რომელიც მინსკში გაიმართება, მე ამ საკითხის ინიცირებას შევუდგები.
სააკაშვილის პარტიას რომ არჩევნებში გაემარჯვა, მე დარწმუნებული ვარ სააკაშვილი დსთ-ს წევრად გახდიდა საქართველოს. ამ მიმართულებით ბელორუსია აუცილებლად იმუშავებს, ჩვენ საქართველო არ უნდა დავკარგოთ „-განუცხადა ტელეკომპანია „მირს“ ლუკაშენკომ.