99,95%-ის საარჩევნო უბნის მონაცემებით, ქართული ოცნება“ 54,88%-ით ლიდერობს

99,95%-ის საარჩევნო უბნის მონაცემებით, ქართული ოცნება“ 54,88%-ით ლიდერობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნების 99,95%-ის მონაცემები უკვე დათვალა.

აღნიშნული შედეგის მიხედვით, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ 54,88%-ით ლიდერობს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი - ხმათა 40,39% აქვს.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ელექტორატის ხმების 2,04% მიიღო „ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ“, ხოლო „ლეიბორისტულმა პარტიამ“ - 1,24%.

3 766 უბნიდან უკვე ცნობლია 3 764 უბნის შედეგი. ამასთან, დასათვლელი დარჩა 2 საარჩევნო უბნის მონაცემები.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 18 ოქტომბრისთვის უნდა გახდეს ცნობილი.