უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებას პავლე კუბლაშვილი, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია აწარმოებენ.
უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, საჭიროა დიალოგი, თავის მხრივ, ამ დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
"იმ ჯგუფში, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალასთან დიალოგს წარმართავს, ჩვენი მხრიდან შევლენ დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და მე. ვიმედოვნებ, ეს დიალოგი უახლოეს მომავალში დაიწყება და კარგად დასრულდება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ქართული ოცნებიდან“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ჯგუფში ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი შედიან.