საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს გერმანიის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბუნდესტაგის თავმჯდომარის მოადგილე ვოლფგანგ ტირზე ხელმღვანელობდა. მათივე ცნობით, გერმანელმა კანონმდებლებმა შეხვედრისას, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების პროცესი შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საქართველომ და ქვეყნის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველობის დემოკრატიული კურსი.
ვოლფგანგ ტირზეს განცხადებით, 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა.
"საუბრისას მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობაზე გაამახვილეს და თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზეც იმსჯელეს. გარდა ამისა, მათ რეგიონული და საერთაშორისო საკითხებიც განიხილეს. დასასრულს, დელეგაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ", - აღნიშულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოში 7 ოქტომბრამდე დარჩება.