„რუსთავი2“ - ის 40% -ის მფლობელი დავით კეზერაშვილი გახდა

„რუსთავი2“ - ის 40% -ის მფლობელი დავით კეზერაშვილი გახდა

ტელეკომპანია „რუსთავი2“ - ის 40%   გაიყიდა. ტელეკომპანიის წილის მფლობელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი ლიბერალი ავრცელებს.

„დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40% გაიყიდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 4 ოქტომბერს ჩატარებული პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, ლევან ყარამანიშვილმა თავისი კუთვნილი 90%-იანი წილიდან 40% ნახევარ მილიონ დოლარად „მედია ჯორჯიას“ მიყიდა. კომპანია, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილი იყიდა, გუშინ, 3 ოქტომბერს ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ერთპიროვნულად დააფუძნა. ამ დროისთვის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 10%-ს გიორგი გეგეშიძე, 50%-ს ლევან ყარამანიშვილი, ხოლო 40%-ს დავით კეზერაშვილი ფლობს", - წერს გამოცემა.